Skip to content
თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც “ინტურისტის” შენობა თელავის სიმბოლოა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც მის რეკონსტრუქციაზე მიმდინარეობს საუბრები, თუმცა ის დღემდე ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, ინტურისტის შენობა უფუნქციოდ რჩება და დაუსრულებელია. 2018 წელს, კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, თუმცა სამუშაოები გაჩერებულია. knews-ის ინფორმაციით, ,,ინტურისტის“ ტერიტორიაზე, 130 -ნომრიანი, ახალი სასტუმროს აშენებაა დაგეგმილი.