თელავში, ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა, გაიზარდა
თელავის ბავშვთა საავადმყოფოში გრიპითა და გრიპისმაგვარი ინფექციით დაავადებული ბავშვების მიმართვიანობა, კვლავ გაიზარდა.
საავადმყოფოს მენეჯერის, თამილა თეიმურაზიშვილის ინფორმაციით, ვირუსული ინფექციით დაავადებული ბავშვები იმაზე მეტია, ვიდრე, ექიმთან მისული პაციენტებს რაოდენობა.
„ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების მომართვიანობა მაღალია. არიან ბავშვები, რომლებიც საავადმყოფოში არ მოჰყავთ. რეალურად, ვირუსიანი ბავშვების ოდენობა ბევრად მეტია“,– განაცხადა თეიმურაზიშვილმა.
ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატების ფონზე, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობაც შემცირებულია.
თელავის საგანმანთლებლო რესურს-ცენტრის მენეჯერის, ლევან მრელაშვილისინფორმაციით, სასწავლო პროცესის ჩაშლის საფრთხე არ არის, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებულია.
„რაღაც პერიოდი სკოლაში მოსწავლეების დასწრებამ საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ახლა კლება გვაქვს“,– განაცხადა მრელაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში 28 პაციენტი მკურნალობს.