სოფელ კისისხევში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც გურჯაანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილის მძღოლმა აალებული ავტომანქანიდან გადასვლა მოასწრო.
მისი ინფორმაციით, ავტომობილი ტექნიკურად გამართული იყო და ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანა კი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობდა.
ავტომობილში ხანძრის გაჩენის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.