სიღნაღში ქურდობისთვის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ყ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიიდან ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი რკინის კონსტრუქცია მოიპარა.
უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა დაჭრილი რკინის კონსტრუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.