ლაგოდეხში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა, ცხოველს კი ცოფი აღმოაჩნდა.
ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე განმარტავს, რომ ძაღლის ცოფის ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულმა გამოკვლევამ დაადასტურა.
მისი თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი მამაკაცი საჭირო ვაქცინაციაზე უარს ამბობს და ამ დროისთვის სეპციალისტები ცდილობენ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. მეორე დაზარალებულ მამაკაცს კი უკვე უატრდება შესაბამისი მკურნალობა.
ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, რომლებსაც შესაძლოა ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდათ.
ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა იმუნიზაციაა.
ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა.