ახალი ამბები

რას ფიქრობს მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის შექმნაზე თელავში

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი თელავში სტუმრობას გეგმავს. ის რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს.

ბიზნესმენმა საინიციატივო ჯგუფი ,,სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის” უკვე დააარსა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ხომერიკი შეხვედრებს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.