თელავში რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაარსება იგეგმება
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი თელავში სტუმრობას გეგმავს. ის რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს.
ბიზნესმენმა საინიციატივო ჯგუფი ,,სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის” უკვე დააარსა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ხომერიკი შეხვედრებს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.
,,რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაფუძნება თელავშიც იგეგმება. მე რასაც ვაკეთებ, ეს არის სიკეთე მთავრობისთვისაც და ხალხისთვისაც. რუსეთთან ურთიერთობას ჩვენ აღვადგენთ”, – განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.