თელავში კერძო პირებმა წყლის გაყიდვა დაიწყეს
თელავის მოსახლეობის ნაწილს ძლიერი ყინვის გამო სასმელი სასმელი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც კერძო პირებმა სასმელი წყლის გაყიდვა დაიწყეს.
შესაბამისი სერვისის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.
სერვისის ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი ვარდოშვილი ასეთი მომსახურების დანერგვას წყლის მუდმივ დეფიციტს უკავშირებს. ირაკლი მსურველებს წყალს რეზერვუარით ადგილამდე მიტანას სთავაზობს.
„მაქვს ავტომობილი, რომლითაც რეზერვუარით წყლის ადგილამდე მიტანა შემიძლია. ქალაქში ისეთი დეფიციტია, მომხმარებელი უკვე მყავს. სასმელ წყალს თელავში, საზოგადოებრივ ადგილებში არსებული წყაროებიდან ვიღებ. ერთი ტონა სასმელი წყლისა და მისი ადგილზე მიტანის ღირებულება 25 ლარია“, – ამბობს ირაკლი ვარდოშვილი.
ბოლო დღეები განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად დაცემისა და ძლიერი ყინვის გამო თელავის მოსახლეობის ნაწილს გრაფიკით გათვალისწინებული სასმელი წყალიც არ მიეწოდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის ერთი კვირაა, რაც სასმელი წყალი მათ საცხოვრებელ ბინებამდე ვერ აღწევს.
„ორი საათით გვაქვს წყალი. მესამე დღეა, ისიც არ არის. თუ ასე გაგრძელდა, არც ვიცით რა გამოსავალი მოვძებნოთ და წყალი საიდან მოვიტანოთ. ზოგიერთმა კერძო პირებისგან წყლის ყიდვა დაიწყო, მაგრამ თუ გაგრძელდა ყინვა, მუდმივად ასე ხომ ვერ იქნება. წყალმომარაგების კომპანიას ვთხოვთ დახმარებას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი, თამარ ჯაშიაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ადასტურებენ, რომ ქალაქში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა. კომპანიის თელავის სერვისცენტრის დირექტორი ჯონი ოსიაშვილი სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების შეფერხებას ძლიერ ყინვას უკავშირებს და დრენაჟების წყლის შემოდინების მკვეთრ სიმცირეზე მიუთითებს.
„ძლიერი ყინვის გამო დრენაჟებში წყლის შემოდინებამ ძალიან დაიკლო. განსაკუთრებული პრობლემა თელავში, კავკასიონის დასახლებაში შეიქმნა, სადაც მაღალსართულიანი კორპუსებია. ვისაც ძალიან უჭირს, ცისტერნებით მიგვაქვს წყალი“, – განმარტავს ოსიაშვილი.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.
3 თებერვალს შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა ამირან მამუკაშვილმა.
კომპანიის თელავის სერვისცენტრის დირექტორი თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და დაიწყება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წყლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება“, – აღნიშნავს ჯონი ოსიაშვილი.
პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი