სიღნაღში XVIII საუკუნის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ქალაქ სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი და სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი.
,,სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი, ასევე აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო სრულიად ახალი აგურის იატაკი, გაიწმინდა ტაძრის ოთხივე ფასადი და გაკეთდა ბზარების ინექტირება.
ტაძარი ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით მდებარეობს და იგი XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზეს ძეგლს წარმოადგენს”,- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ა(ა)იპ “წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა” განახორციელა.