ახალი ამბები

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ რეგიონებში სტაჟირება დაიწყო

12 თებერვლიდან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ საქართველოს რეგიონებში სტაჟირება დაიწყო. 

უწყება ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს და ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.

სტაჟირება ხორციელდება  შემდეგ რეგიონულ სამსახურებში: გურია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური; იმერეთი – ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, კახეთი – თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი; მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი; სამცხე-ჯავახეთი – ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, ქვემო ქართლი – მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა; შიდა ქართლი – გორი, კასპი, ქარელი, ხაშური.

სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ამ სფეროში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ან/და შეიქმნან პროფესიული კარიერა, ვთავაზობთ,  ჩაერთონ შემდეგ საქმიანობაში:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობისა და სხვა დაკავშირებული ოპერატიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
  • რეგიონში/მუნიციპალიტეტში სააგენტოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კოორდინაცია.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 2-3 თვე, განრიგი: არასრული/შეთანხმებით. სტაჟირება არის არაანაზღაურებადი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გააგზავნეთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR@apma.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 მარტი.

სააგენტოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.arda.gov.ge