ახალი ამბებიგანცხადებავიდეორეპორტაჟი

როგორ უნდა განვითარდეს ქალაქ თელავის ცენტრალური მოედანი?- გამოკითხვა

თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა.

თელავის გენგეგმა გარდა ქალაქის განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, მოიცავს ცენტრალური მოედნის განვითარების ხედვას.

თუ რას ფიქრობენ თელაველები აღნიშნულ საკითხზე და როგორი უნდა იყოს მათი აზრით ქალაქის ცენტრალური მოედანი, მოუსმინეთ knews.ge-ს გამოკითხვას.

ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური