როგორ აისახა სურსათზე ფასების ზრდა მოსახლეობაზე – ინფოგრაფიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის თვეში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯსა და სახლის მოვლაზე, ასევე, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
2018 წელთან შედარებით 2019 წელს 6.5%-ით გაიზარდა ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – ფასები მომატებულია თევზეულზე (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეულზე (11.9%), პურსა და პურპროდუქტებზე (11.7%), ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (6.4%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (6.1%), ასევე შაქარზე და სხვა ტკბილეული (4.2%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (20.1%).