ახალი ამბები

კახეთში ნარჩენების განცალკევებისათვის განკუთვნილი ურნები განთავსდება

გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების  განცალკევებისათვის განკუთვნილი ურნები განთავსდება. შეგროვილი ნარჩენები კი შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეცემა.

პროექტის ,,ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც შპს “ეკოლაიფი” ახორციელებს, დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
ამ თემაზე თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში”, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სასტუმროს თანამშრომლები დაესწრნენ.

პროექტი “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ მიმდინარეობს “WMTR II” პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “CENN USAID”-ის მხარდაჭერით.