ახალი ამბები

კისისხევში ყურძნის წიპწისგან დამზადებული კოსმეტიკური ზეთის წარმოება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში კომპანია „შუხმან ჯგუფმა“ საკუთარი წარმოების ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და ყურძნის წიპწისგან დამზადებული კოსმეტიკური ზეთისა და “სკრაბის” წარმოება დაიწყო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქტისადმი მომხმარებლების ინტერესი საკმაოდ დიდია. პროდუქციის შეძენა კი შეძენა მომხმარებლებს მხოლოდ „შუხმან ვაინს შატო ენდ სპაში“ შეუძლიათ.
კოსმეტიკური ზეთი 2019 წლის მიწურულს გამოვუშვით. გასტრონომიული და კოსმეტიკური ზეთების, ასევე სკრაბის საწარმოებლად დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რითიც სპეციალური დანადგარები შევიძინეთ.
იმისთვის, რომ ეს პროდუქრტი საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ღვინის სპის პროცედურები შევიმუშავეთ, გვაქვს სამნაირი აბაზანები კაბერნე სოვინიონის, საფერავისა და მუკუზანის აბაზანა. შემდგომ უკვე მასაჟები, ანუ ღვინის თერაპია ხორციელდება ჩვენი მიერ შემუშავებული ღვინის კოსმეტიკური ხაზით.

ყოველ წელს გამოვუშვებთ 10 000 ბოთლს კოსმეტიკურ ზეთს და სკრაბს 2 000 კგ-ს. დაახლოებითი 300 გრამი “სკრაბის” ღირებულება 25 ლარია, 60 მლ ზეთის ღირებულება კი- 45ლარი,” – აცხადებენ კომპანიაში.