კახეთში 6 წლის გოგონებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კახეთში 6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა.
ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე იძალადა მეზობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა პედოფილიის ამ შემთხვევის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა მეზობელი დანაშაულის თვითმხილველი გახდა. პოლიციელებს და მოსამართლესაც მოწმემ უთხრა, რომ ბრალდებული მისი ბიძაშვილია და პოლიციას თავად მიმართა.
პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
წყარო: ბათუმელები