ახალი ამბები

სოფელ ართანაში 24 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

ახალგაზრდას მეზობლების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ სანადირო თოფიდან გაისროლა და თვითდაზიანება სახის არეში მიიყენა.
თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად განქორწინება სახელდება.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.