საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა რაოდენობა კახეთში- ინფოგრაფიკა
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობებისა, ყოველწლიურად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა რაოდენობა მცირდება.
ყოველწლიურად იკლებს სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გასაცემი 7, 22 და 44 ლარიანი სუბსიდიის გასაცემად დახარჯული თანხების ოდენობა.
ბოლო სამი წლის მანძილზე, აღნიშნული მიმართულებით 2017 წელს სუბსიდია გაიცა 1 825 პირზე, თანხამ კი 30 747 ლარი შეადგინა. 2018 წელს 1 645 პირზე გაიცა 26 970 ლარი, ხოლო 2019 წელს 1426 პირზე კი 24 115 ლარი.
2017 წელს ყველაზე მეტი თანხა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიცა, ყველაზე ნაკლები კი ყვარელში. 2018 წელს ყველაზე მეტი ბენეფიციარი კვლავ გურჯაანში იყო, ნაკლები კი ყვარელში.
სიტუაცია არ შეცვლილა 2019 წელს. გასული წლების მსგავსად გურჯაანში ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა, ნაკლები ყვარელში.