ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული
რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.