გაზაფხულზე წნორში აგროსკოლა ამოქმედდება
გაზაფხულზე წნორში უფასო აგროსკოლის შექმნას ახალგაზრდა მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი გეგმავს.
მეწარმე განმარტავს, რომ სკოლაში 8-12 წლის მოზარდებს ბიოპროდუქტების მოყვანას პრაქტიკული გაკვეთილების საშუალებით ასწავლიან. სკოლის პროგრამა კი 6-თვიანი იქნება, რადგან სკოლის საქმიანობა ამინდზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
მისი განმარტებით, აგროსკოლის 6-თვიანი პროექტი ყოველწლიურად განხორციელდება და თითო ჯერზე 20 ბავშვის მიღებას შეძლებს.
სკოლაში მოსწავლეები პროდუქტების მოყვანის თეორიულ ნაწილსაც შეისწავლიან. ამისთვის საჭირო სივრცეს სოციალური საწარმო “ცოდნის კაფე” უზრუნველყოფს.
პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები “ავსტრიის განვითარების ფონდთან” მიმდინარეობს. მისი განმარტებით,სამომავლოდ, აგროსკოლა ფასიანი იქნება.