ახალი ამბები

ხანძრის შედეგად სოფელ ფშაველში საფლავები დაზიანდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში სასაფლაოს ხანძარი გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო გავრცელებული, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს, თუმცა საფლავები მაინც დაზიანდა.

“ცეცხლი ძირითადად ხმელ ბალახს ეკიდა, მაგრამ სწრაფად გავრცელდა და გაიმურა საფლავის ქვები, დაზიანდა ხის სკამები და მაგიდები, რომელიც საფლავებთან იდგა. საბედნიეროდ სახანძრომ იქამდე ჩააქრო, ვიდრე ეკლესიაზე გადავიდოდა”, -აცხადებენ ადგილობრივები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი