საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონა მოიტაცეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 18 წლის ბიჭმა ცოლად მოყვანის მიზნით 15 წლის გოგონა მოიტაცა.
გოგონას მშობლების თქმით, მათი შვილი მაშინ მოიტაცეს, როდესაც ის უმცროს ძმასთან ერთად სკოლაში მიდიოდა.
მათივე განმარტებით, გოგონა ბიჭის მშობლებმა სახლში დააბრუნეს. ისინი ბიჭის დასჯას მოითხოვენ.
,,ჩემი 15 წლის შვილიშვილი სკოლაში მიდიოდა და ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა ადგილობრივმა ბიჭმა. მე-10 კლასელია, რა დროს მისი გათხოვებაა. წინა დღეს დაუნახავს ქუჩაში მიმავალი და მეორე დღეს მოიტაცა. ბავშვი უკან მოიყვანეს, მაგრამ ის ბიჭი დაუსჯელია. როდემდე უნდა გვეჯდნენ სახლში ჩვენი შვილები მისნაირების შიშით. ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას”,- განაცხადეს გოგონას მშობლებმა.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.