ახალი ამბები

სიღნაღში ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას 35 წლის მუშა დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ამწე დაეცა, რის შედეგადაც ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებებული.

დაშავებული თავდაპირველად წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ, ის თბილისში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

სოფელ ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.