ახალი ამბები

სოფელ წინანდალში მდებარე სასტუმრო პარიზში 45 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელდა

„რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ MIMIP – ის დაჯილდოების ფინალისტი გახდა.

უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო გამოფენის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე “MIPIM Award 2019” -ზე „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ განხორციელებული პროექტი საუკეთესოთა შორის გამოვლენილ სიაში მოხვდა.

“MIPIM Award” ტრადიციულად საფრანგეთში 1991 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო პროექტებს განიხილავს. წელს პარიზში გამართულ ღონისძიებაზე 19 ქვეყნიდან დასახელდა 45 საუკეთესო პროექტი და მათ შორის არის კახეთში მდებარე სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“.

გამარჯვებულებს 12 მარტს კანში დაასახელებენ. ლაურეატები MIPIM-ის დელეგატების და ასევე ჟიურის წევრების შეფასების შედეგად შეირჩევიან.
ცნობისღვის, წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის და ავთენტურობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

წინანდლის კომპლექსში ჩადებული საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.