ახალი ამბები

სოფელ ნაფარეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს დაუპირისპირდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, მიხეილ ხუბუტიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

გიორგი ბოტკოველმა მიხეილ ხუბუტიას მოღალატე უწოდა და მის მიერ სოფელ ნაფარეულში მიწის ნაკევეთბის შეძენა გააპროტესტა. გიორგი ბოტკოველი კახეთში რუსული ძალების გააქტიურებაზე საუბრობს და მაგალითისთვის ბიზნესმენის მიერ სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთების შეძენეას ასახელებს.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, ჰექტრობით მიწა შეიძინა. „ესენი არიან მოღალატეები“, – განაცხადა ბოტკოველმა.