ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ნაპოვნი შველი რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს
ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ადგილობრივებმა შველი შენიშნეს, რომელიც გასასვლელს ვერ პოულობდა და ლითონის ღობეს ეჯახებოდა.
მოსახლეობამ ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მიაწოდა. მოგვიანებით, რეინჯერებმა შველი ტყეში დააბრუნეს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძეს თქმით, შველი 2 წლამდე ასაკის მამრი იყო, რომელიც ევროპულ ჯიშს მიეკუთვნება.
,,ლაგოდეხის საავადმყოფოსთან ახლოს არის აღკვეთილის ტერიტორია, სწორედ იმ მხრიდან შევიდა შველი სამედიცინო დაწესებულების ეზოში. რკინის ღობეა შემოვლებული და იმას რქებით ეჯახებოდა, რის გამოც რქები მცირედ დაუზიანდა. ეზოში მყოფმა მოსახლეობამ დაინახა და მათ კარგად იციან, რომ ქალაქში დაცული ტერიტორიებია, ამიტომ შესაბამისი სამსახურების და მათი ერთობლივი მუშაობით იქნა დაჭერილი შველი და დაბრუნებული ბუნებაში ”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.