რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი ლაგოდეხში შეხვედრებს მართავს
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
ვლადიმერ ხომერიკი შეხვედრებს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველებთან შეხვედრას მართავს.
მისი განმარტებით, სტუმრობის მიზანია ქართველ და რუს ხალხს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა.
,,ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ ხელი შევუწყო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას ქართველ და რუს ხალხს შორის. აქციებამდე მზაობა იყო რუსეთის მხრიდან, რომ უვიზო რეჟიმი დაწესებულიყო, ფრენებიც არ შეიზღუდებოდა. ამ ყველაფერს კი ხელი შეუშალა ოპოზიციის აქციებმა.
ის, რაც 20 ივნისს გავრილოვს გაუკეთეს, არ იყო მართალი. ის წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მას ამ სტუმრობით სურდა, ხელი შეეწყო დიპლომატიური ურთიერთობების და უვიზო რეჟიმის დაწესებას ორივე ქვეყანას შორის. აქ განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს იმან, ვინც ეს დაუშვა და ვინც გააკეთა”,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.