ახალი ამბები

თელავში “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზია გაქურდეს

თელავში ელიტ ელექტრონიქსის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, ღამის სამ საათზე მოხდა.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის მოპარული ტექნიკის რაოდენობა. მძარცველების დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა ამოღებულია კამერების ჩანაწერი.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე