ახალი ამბები

რძის ნაწარმი, ხორცი, პური და თამბაქო ისევ გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა.

რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცი-14.2%-ით, პური-5.1%-ით, თამბაქო კი- 20.3%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა.
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით.

,,ფასები მომატებულია ხილზე და ყურძენზე (28.3 პროცენტი), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (15.0 პროცენტი), ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე (14.2 პროცენტი), თევზეულზე (12.4 პროცენტი), შაქარზე და სხვა ტკბილეულზე (10.5 პროცენტი) და სხვა.

ალკოჰოლური სასმელებზე და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით”,- აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.