თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა ამირან მამუკაშვილმა.
კომპანიის ინფორმაციით, თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წყლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.