თელავის ისტორიულ მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა
თელავის ისტორიულ მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ზვიად მექვაბიშვილის გამოფენა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის თქმით, ახალი სივრცე ხელოვანებს შესაძლებლობას აძლევს ნამუშევრები გამოფინონ და თავისი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული სივრცე დაეთმობა ქართული ხალხური საკრავების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ის უძველესი საკრავები, რომელიც უცნობი იყო აქამდე ფართო აუდიტორიისთვის.