სოფელ ზეგაანში ხანძრის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაშავდა
30 წლამდე მამაკაცი დაშავდა მძიმედ, ხანძრის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის უმეტესი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
სახლის მეპატრონე სხეულზე მიღებული დამწვრობით, თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით კი, მძიმე მდგომარეობის გამო, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი არასწორად დამონტაჟებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე კახეთის 6 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.