სიღნაღში ცივი იარაღისა და მუქარის ბრალდებით 70 წლამდე მამაკაცი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1955 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტ.ფ., მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.
როგორც knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მდებარე მაღაზიაში, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამავე სოფელში მცხოვრებ ორ პირს – ლ.მ.-ს და ორსულ ც.მ.-ს, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის და 238-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს, რომელიც მუქარასა და ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.