ყვარლის გზაზე მომხდარ ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა
ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, ერთმა ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.