ახალი ამბები

გასულ წელს კახეთში ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 4 061 შემთხვევა დაფიქსირდა- ინფოგრაფიკა

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალური სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შინაური და ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 4 231 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს ეს რიცხვი 4 456-მდე გაიზარდა, 2019 წლის 11 თვეში კი 4 061 შემთხვევა აღრიცხეს.

კახეთში ცხოველთა პირველი რეგიონალური თავშესაფრის შენება დაიწყო.

როგორც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რეგიონალური ცენტრი, სადაც ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება, გურჯაანში შენდება და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

მისი თქმით, თავშესაფარი, კარანტინის შენობითა და ადმინისტრაციული კორპუსით, გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება.

ადგილზე იქნება ვეტერინარული კლინიკა ლაბორატორიით, ასი ვოლიერითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

თავშესაფრის მთავარი ფუნქცია ცხოველებისთვის პატრონის მოძიება იქნება.

იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გამოძახება ცხოველების გადასაყვანად.