28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში გარდაიცვალა
წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მორაგბე ბექა ბურდიაშვილი, რომელიც საფრანგეთში კლუბ “გრაჰალეტი-ში” თამაშობდა, ავტო კატასტროფაში დაიღუპა.
ბექა მანქანით სტადიონისკენ მიემართებოდა. ქართველი მორაგბე სულ რაღაც 28 წლის გახლდათ.
ავტოავარია კვირას დილით მოხდა. როგორც გამოცემა „ლა დეპეშ ფრანცი“ წერს, 28 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, სასწრაფო დახმარების გამოძახებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა.