სოფელ კასრისწყალში მამაკაცი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობის მიზეზი, ორ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარებაში მყოფმა 33 წლის მამაკაცმა, გასროლა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან განახორციელა, რასაც მეორე პირის სიკვდილი მოჰყვა.
გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მკვიდრია, ხოლო პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრები. ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ. პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.