ახალი ამბები

გურჯაანში ქარმა ხე მოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა

უამინდობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა და გზა ჩახერგა.

დაზიანდა ასევე ელექტროსადენები და ქალაქი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.