ახალი ამბები

სიღნაღის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ავტომანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღის რეგიონულ დანაყოფს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ტექნიკის მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

“მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა.

გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.