დედოფლისწყაროში ნავთობის მომპოვებელი კომპანია თანამშრომლებისთვის 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას გეგმავს
ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” თანამშრომლებისთვის 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას გეგმავს.
კომპანიის მენეჯერ გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ “ფრონტერას” მოიძიებს თანხებს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს.
კომპანია “ფრონტერას ” 80-ზე მეტი თანამშრომლის 11 თვიანი დავალიანება ჯამში 1 მილიონ ლარამდე შეადგენს. თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს ერთი თვის წინ მიმართეს, დღეს კი დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობაზასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ ხელფასი არ ჩაერიცხებათ, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.