იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა
სოფელ იყალთოში ძლიერმა ქარმა კაკლის ხე მოგლიჯა, ელექტროენერგიის გადამცემი სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან თელავგაზისა და კომპანია “ენერგო პროს” წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.