ახალი ამბები

ყვარელში „ღვინის სოფლის“ მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება

ტურისტულად აქტიური ზონა “ღვინის სოფელი” კახეთში, კერძოდ ყვარელში მოეწყობა.
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის 7S-ის წარმომადგენლების ინფირმაციით, გასულ წელს “ღვინის სოფლის” გზის, კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდა, ხოლო მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
,,პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია მეღვინეობით დაინტერესებულ პირებს ყვარელში ვენახის გასაშენებლად და კოტეჯის მოსაწყობად სპეციალურად განკუთვნილ ადგილმდებარეობას სთავაზობს. დაგეგმილია 20 კოტეჯის მშენებლობა, რომლის რიცხვიც შესაძლოა 50-მდე გაიზარდოს. კონკრეტული პირები ჩვენთან დაუკვეთავენ სასურველ პროექტს და ჩვენ სამშენებლო კომპანიების მეშვეობით შევუსრულებთ. ბიზნესი ჩვეულებრივად, ბანკის მეშვეობით თანხას იხდის და მომსახურეობას ყიდულობს. დანახარჯის ამოღებას ბიზნესი რამდენიმე წელიწადში შეძლებს. $76 000-ში შედის სახლის ღირებულება, თეთრი კარკასით, მარნით, ვენახით, მიწით და ნაკვეთამდე მიყვანილი საჭირო ინფრასტრუქტურით.
ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს. ჩვენ კოტეჯების ტიპის 4 პროექტს ვთავაზობთ, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენთან ერთად საკუთარი გემოვნების მიხედვით დააკორექტირონ. სახლი, რომელიც აშენდება, აუცილებლად თეთრი ფერის და ქართული აგურით დახურული უნდა იყოს”, – განაცხადეს კომპანიაში.