გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პაკეტი 1 მლნ 644 ათასი ლარით განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტი 2020 წლისთვის 1 მლნ 644 ათასი ლარით განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება, რომელთა შორის შედის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი სტუდენტების სწავლის დაფინანსება. კონკრეტულად, მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებში გაზრდილ სტუდენტებს, სწავლა, ერთი წლის განმავლობაში, 1000 ლარით დაუფინანსდებათ.
,,2020 წელს სოციალური პაკეტიდან ასევე, მოხდება სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლის უსახლკარო ახალგაზრდებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა, ყოველთვიურად-100 ლარის ოდენობით.
ადგილობრივი ბიუჯეტი ასევე დააფინანსებს პროგრამას- ,,აირჩიე პროფესია”,რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 100 მოზარდი, პროფესიული განათლების პრაქტიკულად გაცნობის მიზნით, გაიგზავნება პროფესიული კოლეჯის 5 დღიან საზაფხულო ბანაკში.
მნიშვნელოვანია, ისიც,რომ სოციალურად დაუცველ ოჯახები, რომელთაც აქვთ 30 ათასი და ქვემოთ სარეიტინგო ქულა და ჰყავს 4 ან მეტი მცირეწლოვანი ბავშვი საჭიროების მიხედვით,ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.