სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი იპოვნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი იპოვნეს.
ტელეკომპანია ,,გურჯაანის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საძოვარზე მისულ ანზორ სოლოღაშვილს ორი ხბო დაგლეჯილი დახვდა.
მისი თქმით, პირუტყვის ნეშტს ძაღლები ჭამდნენ. მეპატრონე განმარტავს, რომ ძაღლებმა დაგლიჯეს პირუტყვი თუ მგელმა ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს.
მისი განმარტებით, ზარალი 2 000 ლარს შეადგენს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.