თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე სამი სახლი იწვის
თელავში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და შემდეგ დანარჩენებს მოედო.
,, ცეცხლი, თავდაპირველად იმ ბინაში გაჩნდა, რომელიც წარსულში პოპულარული კვარტეტის “ოთხი გიას” ერთ- ერთ წევრს, გია ნაცვლიშვილს ეკუთვნის”, – აცხადებენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე- მაშველები ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ახორციელებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.