თელავში ხანძარი ლოკალიზებულია
თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე 3 საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
შემთხვევია ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, თავდაპირველად ცეცხლი ერთი სახლის სახურავზე გაჩნდა და შემდეგ ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სამედიცინო ბრიგადები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.