გომბორის გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვა არ არის დაწესებული
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვა არ არის დაწესებული.
როგორც knews. Ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსმა განუცხადა, გომბორის უღელტეხილზე თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსია.
თამაზ აბდულაშვილი ავტომობილების მძღოლებს ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
,,დილის 6 საათიდან აქტიურად დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარი გომბორის უღელტეხილზე დაახლოებით 20 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც სამუშაოებში ტრაქტორების ჩართვა გახდა საჭირო. ტრაქტორები გზებიდან თოვლს ხვეტავენ, ხოლო მანქანები კი ტექნიკურ მარილს ყრიან. ჰაერის ტემპერატურა უღელტეხილზე -5 -6 გრადუსია. ამ ეტაპზე ვაზიანი-თელავი-გომბორის გზაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული, თუმცა მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ ზაფხულის საბურავებით ნუ გადაადგილებიან”, – განუცხადა KNEWS. GE-ს თამაზ აბდულაშვილმა.