ახალი ამბები

NDI- გამოკითხული მოსახლეობის 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს, გამოკითხული მოსახლეობის 82% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.

კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14% მიიჩნევს. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.