NDI-ს მიერ გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
საპირისპიროდ, იმ ადამიანთა წილი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 19%-ია.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ყველაზე მეტი სოფლებშია. რაც შეეხება თბილისს, აქ იმავე აზრს გამოკითხულთა 55% იზიარებს.
კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ – და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

