ახალი ამბები

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 30% – კარგად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ ცუდად, 30%-ის შეფასებით, კარგად მუშაობს, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.