ახალი ამბები

რა რაოდენობის სოციალურ პროგრამას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები- ინფოგრაფიკა

კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტები ყოველ წელს მილიონ ლარზე მეტს სოციალური პროგრამების განხორციელებაში ხარჯავენ.
მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტ სოციალურ პროგრამას  თავისი სხვა ქვეპროგრამების ჩათვლით, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიები ახორციელებენ.

თელავის მერიაში 13 სოციალური პროგრამა ხორციელდება, გურჯაანში ქვეპროგრამების ჩათვლით 26, ყვარელში 11, ახმეტაში 18, ლაგოდეხში 27, საგარეჯოში 22, სიღნაღში 17 და დედოფლისწყაროში 16.